ყურბან-ბაირამი
"დღევანდელ დღეს მივულოცავ აჭარაში მყოფ, საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმანს. ყურბან-ბაირამი არის დღე სიყვარულის, ურთიერთდახმარების. დღეს არის ყურბან-ბაირამი, ძალიან სასიხარულო დღე, რომელიც მომდინარეობს ჯერ კიდევ იბრაიმ შუამავლისაგან. დღეს მთელი მსოფლიოს მუსლიმები სწირავენ შესაწირს, ეხმარებიან გაჭირვებულებს, უმწეოებს, ერთმანეთს ულოცავენ და უხარით. ყველა მუსულმანი იკრიბება მეჩეთში იმისათვის, რომ ღმერთს სთხოვოს ამ ყურბნის ყაბულობა, ერის მთლიანობა, სიმშვიდე და სიკეთე ხალხისთვის. მსხვერპლშეწირვა (ყურბანი) კაცობრიობის დასაბამიდან დღემდე მოღწეული ერთ-ერთი ღვთისმსახურებაა, ეს ტრადიცია ყველა რელიგიაში არსებობს. ამ დღესასწაულს ისლამში "იიდ-ალ ადჰა", ანუ ყურბან-ბაირამი ეწოდება. ამ დღეს ყველა თავისუფლებაში მყოფი, ჭკვიანი, ზრდასრული და მატერიალურად შეძლებული მუსლიმი პირუტყვის სახით მსხვერპლს სწირავს ალლაჰს. სიტყვა ყურბანი მომდინარეობს არაბული სიტყვა „ყერებე“-საგან, რომელიც ნიშნავს დაახლოებას, ანუ ღმერთთან დაახლოებას. ყურბანი ნაწილდება სამ ნაწილად: ერთი ნაწილი ოჯახში რჩება, დარჩენ...