Posts

"ძველათ ახალი წელი" დიდნენეის მოგონებები

Image
მაშვინ ახლით არკაცი არ აღნიშნავდა, ნენეი ცამმეტამდე კაი ხნით ადრე დეიწყებდა ხაზირობას. ფელამუშიზა და ლეჩერიზა კაი ადესას წვენს გედეÁნახავდა, წაბლაი ხაპები სულ გვქონდა, ზეგნის ყანიდან რუმ ჩამოვტანდით, ავარჩევდით და ნალიაში შევნახავდით, რუმ მერე გეგვეკლა. თხილი, ქართულაი ნიგოზი და წაბლი იმდენი გვხონდა, სა წეგვეღო არ ვიცოდით. ხანდეხან აჭზე ზურგში ჭვირთმოკიდებული გედვიარდით და ოზურგეთის კვირის ბაზარზე ვყიდდით. ნაძვის ხეს არ ვდგამდით, რაცხა ჩვენთან დიდათ არ იცოდენ. ჩიჩილაკი ქი გვხონდა, მარა ყველას არა და არც ი ვიცი, რეიზა. ნემეტარი გვიხაროდა ახალი წელი. ნენეი იმფერ საჭმელებს აკეთებდა, რუმ ყველას ჩვენსას უნდოდა ახლის აღნიშნა და ხირხიცი. ზალაში დიდი სტოლი რუმ იდგა, იმაზე დააწყობდა ყოლიფერს. კაი კეცის ჭადებს დააცხობდა, ხანდიხან თაფლიანსაც. საკლავს დავკლავდით და ხორცით იმფერ იახნს გააკეთებდა ჭამით ვერ ვძღებოდით. დედლურიზა მამალს დაკლავდა. ქათამს ბროწევლის ან კუხის წვენში ჩააზუბზუბებდა და სუნელით იმფერს შეტატავდა, ქარს სუნი ტყემაკარავში მიხონდა. შემოდგომაზე, რუმ ბუხრის თავზე აპოხტებს გამოვჰკი

ყურბან-ბაირამი

Image
"დღევანდელ დღეს მივულოცავ აჭარაში მყოფ, საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმანს. ყურბან-ბაირამი არის დღე სიყვარულის, ურთიერთდახმარების. დღეს არის ყურბან-ბაირამი, ძალიან სასიხარულო დღე, რომელიც მომდინარეობს ჯერ კიდევ იბრაიმ შუამავლისაგან. დღეს მთელი მსოფლიოს მუსლიმები სწირავენ შესაწირს, ეხმარებიან გაჭირვებულებს, უმწეოებს, ერთმანეთს ულოცავენ და უხარით. ყველა მუსულმანი იკრიბება მეჩეთში იმისათვის, რომ ღმერთს სთხოვოს ამ ყურბნის ყაბულობა, ერის მთლიანობა, სიმშვიდე და სიკეთე ხალხისთვის. მსხვერპლშეწირვა (ყურბანი) კაცობრიობის დასაბამიდან დღემდე მოღწეული ერთ-ერთი ღვთისმსახურებაა, ეს ტრადიცია ყველა რელიგიაში არსებობს. ამ დღესასწაულს ისლამში "იიდ-ალ ადჰა", ანუ ყურბან-ბაირამი ეწოდება. ამ დღეს ყველა თავისუფლებაში მყოფი, ჭკვიანი, ზრდასრული და მატერიალურად შეძლებული მუსლიმი პირუტყვის სახით მსხვერპლს სწირავს ალლაჰს. სიტყვა ყურბანი მომდინარეობს არაბული სიტყვა „ყერებე“-საგან, რომელიც ნიშნავს დაახლოებას, ანუ ღმერთთან დაახლოებას. ყურბანი ნაწილდება სამ ნაწილად: ერთი ნაწილი ოჯახში რჩება, დარჩენ
**** რიონ აბუსერიძე დედაშენი - რვა ნომერ კენტს აბოლებს, ჩემი ნენე - მჭადზე ასვამს ჯვარებს, დედაშენი - შარვლით ტაძარს ამდორებს, ჩემი ნენე - ჩადრში მალავს ხატებს. დედაშენი - მერსედესით დადის და ჩემი ნენე - მიუძღვება გუთანს, დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს. თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა, ბილბორდები გიშრიალებთ - ქარში - ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა. დედაშენის ვარცხნილობა კარე, ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს, ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს, დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს... ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის, დედაშენი ევროპულად ოხრავს, თქვენთან ახლა მოდაშია სექსი, ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს. დედაშენი ეშმაკის გზას იბედებს, ჩემი ნენე სამოთხის გზას გაშლის, დედაშენი თორმეტ აბორტს იკეთებს, ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში. ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა, სურვილები განცდებს ვეღარ მართავს, დედაშენი - ქართველ ქალის სახე?! ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს!...

ჩაუმქრალი სანთლები

Image
ჩაუმქრალი სანთლები ზურაბ გორგილაძე ჰოიდა ნანა, ოჰი ნანა, ხულო შუახევ ქედიდანა, დედო დვრინით დამემღერა, დიდიგოროზი მთები თანა, მთები! - ვისთვის თვალსეირი, ვისთვის ჯავრი შიგნიდანა, თეთრ პერანგებს ხრამში ყრიდნენ, ლურჯს იცვამდნენ თანდათანა, კლდის კატარში მზე ყვაოდა, კლდის ბორჯღალზე ბენჩქვი ყანა, გვანცას ლოცვებს ვაზის სული, გორით-გორზე გადეყვანა, ვარჯანისთან, ნაჯვარისთან, დაჯვარული მთები წვანან, მთებში ჩუმად დაქვითინებს, ჩემი დიდი ნენეს ნანა, დერდებს გულში ვიბექსნიდი, აჭარელი ვიყავ განა! ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა, ხარიტყავის გუდა თანა, შიგ ჭიკჭიკით მოჭუჭკული, ამ სირთების სევდა თანა, მიმღერია ღვინიანზე, მიტირია კიდეც განა, როცა ჩემი ზღველთი ზვარე ზვავის ნაძოვს დაემგვანა, როს სხალთაში სხალთიხატებს, უსაპნავდნენ ყელში კანაფს, ჯავარქედზე ჯამეს დგამდნენ, ვარდიქედზე ეკლის კარავს, ეივახ! ამის შემხედვარე, ნამსხვანიდან გაველ განა, მთებს ტყეები ბანალივით აბურძგლოდა უბიდანა, ღელე-ღურდან დავეძებდი, კანკალებდა ხელში დანა, გამჩენელო, სხვა რა მექნა, აჭარელი ვიყავ განა! ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა, თეთრათები ვთიბე გ

ქობულეთი

მაგარია და ლამაზი