Posts

Showing posts from 2013

"ძველათ ახალი წელი" დიდნენეის მოგონებები

Image
მაშვინ ახლით არკაცი არ აღნიშნავდა, ნენეი ცამმეტამდე კაი ხნით ადრე დეიწყებდა ხაზირობას. ფელამუშიზა და ლეჩერიზა კაი ადესას წვენს გედეÁნახავდა, წაბლაი ხაპები სულ გვქონდა, ზეგნის ყანიდან რუმ ჩამოვტანდით, ავარჩევდით და ნალიაში შევნახავდით, რუმ მერე გეგვეკლა. თხილი, ქართულაი ნიგოზი და წაბლი იმდენი გვხონდა, სა წეგვეღო არ ვიცოდით. ხანდეხან აჭზე ზურგში ჭვირთმოკიდებული გედვიარდით და ოზურგეთის კვირის ბაზარზე ვყიდდით. ნაძვის ხეს არ ვდგამდით, რაცხა ჩვენთან დიდათ არ იცოდენ. ჩიჩილაკი ქი გვხონდა, მარა ყველას არა და არც ი ვიცი, რეიზა. ნემეტარი გვიხაროდა ახალი წელი. ნენეი იმფერ საჭმელებს აკეთებდა, რუმ ყველას ჩვენსას უნდოდა ახლის აღნიშნა და ხირხიცი. ზალაში დიდი სტოლი რუმ იდგა, იმაზე დააწყობდა ყოლიფერს. კაი კეცის ჭადებს დააცხობდა, ხანდიხან თაფლიანსაც. საკლავს დავკლავდით და ხორცით იმფერ იახნს გააკეთებდა ჭამით ვერ ვძღებოდით. დედლურიზა მამალს დაკლავდა. ქათამს ბროწევლის ან კუხის წვენში ჩააზუბზუბებდა და სუნელით იმფერს შეტატავდა, ქარს სუნი ტყემაკარავში მიხონდა. შემოდგომაზე, რუმ ბუხრის თავზე აპოხტებს გამოვჰკი