"ძველათ ახალი წელი" დიდნენეის მოგონებები
მაშვინ ახლით არკაცი არ აღნიშნავდა, ნენეი ცამმეტამდე კაი ხნით ადრე დეიწყებდა ხაზირობას.
ფელამუშიზა და ლეჩერიზა კაი ადესას წვენს გედეÁნახავდა, წაბლაი ხაპები სულ გვქონდა, ზეგნის ყანიდან რუმ ჩამოვტანდით, ავარჩევდით და ნალიაში შევნახავდით, რუმ მერე გეგვეკლა. თხილი, ქართულაი ნიგოზი და წაბლი იმდენი გვხონდა, სა წეგვეღო არ ვიცოდით. ხანდეხან აჭზე ზურგში ჭვირთმოკიდებული გედვიარდით და ოზურგეთის კვირის ბაზარზე ვყიდდით.
ნაძვის ხეს არ ვდგამდით, რაცხა ჩვენთან დიდათ არ იცოდენ. ჩიჩილაკი ქი გვხონდა, მარა ყველას არა და არც ი ვიცი, რეიზა.
ნემეტარი გვიხაროდა ახალი წელი. ნენეი იმფერ საჭმელებს აკეთებდა, რუმ ყველას ჩვენსას უნდოდა ახლის აღნიშნა და ხირხიცი.
ზალაში დიდი სტოლი რუმ იდგა, იმაზე დააწყობდა ყოლიფერს. კაი კეცის ჭადებს დააცხობდა, ხანდიხან თაფლიანსაც. საკლავს დავკლავდით და ხორცით იმფერ იახნს გააკეთებდა ჭამით ვერ ვძღებოდით. დედლურიზა მამალს დაკლავდა. ქათამს ბროწევლის ან კუხის წვენში ჩააზუბზუბებდა და სუნელით იმფერს შეტატავდა, ქარს სუნი ტყემაკარავში მიხონდა.
შემოდგომაზე, რუმ ბუხრის თავზე აპოხტებს გამოვჰკიდავდით, ჩამეიღებდა და კვერცხში შეწვავდა. დ ეი, ნენევ, რა კაი საჭმელი იყო არ იცით ახლანდელმა ბაღნებმა!
ამ დღიზა ლეჩერი კაი ხნის მოდუღებული ხონდა ნენეს და მეზობლის ქალებზე მიკითხულიც. როხსეთ ბიბილას ნემეტარი უყვარდა მისი მოდუღებული ლეჩერი და პირველი სულ იმას მუუურბენიებდა.
დემირაი ვაშლებს თხილით და შაქრით ცხელი კეცში ბუხარში ნაკვერჩხლებს მუუფიცხებდა. ეიიი, ბუძიკავ, სუნს დააყენებდა, კინტრიშს კოხამდე ჩაზდევდა.
კაი ყაფლამასაც ჩააბუჟბეჟებდა და მჟავე ფხალსაც შეასუნელებდა. მჟავეს დიდი დერგებით აკეთებდა და ნალიაში მიდღემჩი ხონდა შენახული. გამოსულზე ვინცხას პირი წუუხტებოდა ან მუცელი წამიეზრდებოდა, ყველაი ჩვენთან მოდიოდნენ მაგის ხათრით.
ფელამუშს ნენეი არ აკეთებდა. ვეღარ ასწრებდა და რუმ შემოდგამდა ცეხლზე კარდალას რიგრიგობით ბაღნები ვურევდით. თაფლს ჩუუმატებდა შით და დანაყილ თხილს. ეი, რა კაი რაცხა იყო!
მაჯუნს ვინცხა მოგვიკითხავდა. ყველაი ვერ აკეთებდა და ბევრი ამბავი და გიმიშვი დამაკავე უნდოდა, მარა ქუმა ყოველთვის გვხონდა თავანში გამოკიდული. ხანჯერ მოვპარავდით და ხვართქლევაის ღელეში ვჭამდით.
მე მთელი ჩემი ბაღნობა მფერხავი ვიყავი. ერი საათით ადრე წევდოდი სახლიდან და მეზობლებში ვქერქეტებდი. რუმ დააკლდებოდა პაწაი დრო მივდოდი სახჩი. მარჯვენაი ფეხით შევდოდი. ჯიბენები კამპეტებით აფსილი მხონდა. იმას მუაპნევდი და ბრინჯის კეკალს _ ყოლიფერი ბევრი, ყოლიფერი ჯამთელი და მიდღემჩი ბედნიერი თქვა ვიტყოდი და ე, მერე დეიწყებოდა ხორხოცი, ცეკვა, ხორუმი და ტაშფანდურაÁ. დილამდე არ მოვშლიდით ლხინს. ეიფსებოდა ოდა სტუმრებით. მანამდე კაციშვილი არ წამეიჭიტინებდა. მფერხავს კაციშვილი არ მუასწრებდა. თვარა, მერე მთელი წელი რამე იბრეთი რომ მომხთარიყო ოჯახში სულ იმას მუუწევდა წყევლა და გინება.
ბაბაი იმფერ სანთლის არაყს ხთიდა, ჩვენთან მოსული კაძახი უკან წადაუკურაი ვეღარ მიდიოდა და მერდევანზე წარწალდებოდა.
მეორე დღეს ქათმის ფერხვა გვხონდა. მარა ნენეი ახორს და კარიას ჩვენ არ გვაკარებდა, მიდღემჩი თვითონ ფერხავდა. ამ დღიზა დიდი კარდალაით სიმინდის კეკალს მოვხარჩდით, გარეთ არ გვიშვებდენ, ქათმები ეზოში არ დაკავდებიან, შორს იბოდიალებენო. ხოდა, ქი ვიჯექით მთელი დღეი ბუხრის ძირში ქეჩხოზე და ვლამბავდით დიდნენეის მოგონებებს...

Comments
Post a Comment