ჩაუმქრალი სანთლები ზურაბ გორგილაძე ჰოიდა ნანა, ოჰი ნანა, ხულო შუახევ ქედიდანა, დედო დვრინით დამემღერა, დიდიგოროზი მთები თანა, მთები! - ვისთვის თვალსეირი, ვისთვის ჯავრი შიგნიდანა, თეთრ პერანგებს ხრამში ყრიდნენ, ლურჯს იცვამდნენ თანდათანა, კლდის კატარში მზე ყვაოდა, კლდის ბორჯღალზე ბენჩქვი ყანა, გვანცას ლოცვებს ვაზის სული, გორით-გორზე გადეყვანა, ვარჯანისთან, ნაჯვარისთან, დაჯვარული მთები წვანან, მთებში ჩუმად დაქვითინებს, ჩემი დიდი ნენეს ნანა, დერდებს გულში ვიბექსნიდი, აჭარელი ვიყავ განა! ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა, ხარიტყავის გუდა თანა, შიგ ჭიკჭიკით მოჭუჭკული, ამ სირთების სევდა თანა, მიმღერია ღვინიანზე, მიტირია კიდეც განა, როცა ჩემი ზღველთი ზვარე ზვავის ნაძოვს დაემგვანა, როს სხალთაში სხალთიხატებს, უსაპნავდნენ ყელში კანაფს, ჯავარქედზე ჯამეს დგამდნენ, ვარდიქედზე ეკლის კარავს, ეივახ! ამის შემხედვარე, ნამსხვანიდან გაველ განა, მთებს ტყეები ბანალივით აბურძგლოდა უბიდანა, ღელე-ღურდან დავეძებდი, კანკალებდა ხელში დანა, გამჩენელო, სხვა რა მექნა, აჭარელი ვიყავ განა! ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა, თეთრათები ვთიბე გ...
Comments
Post a Comment