**** რიონ აბუსერიძე დედაშენი - რვა ნომერ კენტს აბოლებს, ჩემი ნენე - მჭადზე ასვამს ჯვარებს, დედაშენი - შარვლით ტაძარს ამდორებს, ჩემი ნენე - ჩადრში მალავს ხატებს. დედაშენი - მერსედესით დადის და ჩემი ნენე - მიუძღვება გუთანს, დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს. თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა, ბილბორდები გიშრიალებთ - ქარში - ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა. დედაშენის ვარცხნილობა კარე, ჩემი ნენე წელზე იშლის დალალს, ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს, დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს... ჩემი ნენე წარსულიდან ხვნეშის, დედაშენი ევროპულად ოხრავს, თქვენთან ახლა მოდაშია სექსი, ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს. დედაშენი ეშმაკის გზას იბედებს, ჩემი ნენე სამოთხის გზას გაშლის, დედაშენი თორმეტ აბორტს იკეთებს, ჩვენ კი უკვე თორმეტნი ვართ სახლში. ვფიქრობ ასე, ვსლუკუნებ და მტკივა, სურვილები განცდებს ვეღარ მართავს, დედაშენი - ქართველ ქალის სახე?! ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს!...
Posts
Showing posts from 2010
ჩაუმქრალი სანთლები
- Get link
- X
- Other Apps
ჩაუმქრალი სანთლები ზურაბ გორგილაძე ჰოიდა ნანა, ოჰი ნანა, ხულო შუახევ ქედიდანა, დედო დვრინით დამემღერა, დიდიგოროზი მთები თანა, მთები! - ვისთვის თვალსეირი, ვისთვის ჯავრი შიგნიდანა, თეთრ პერანგებს ხრამში ყრიდნენ, ლურჯს იცვამდნენ თანდათანა, კლდის კატარში მზე ყვაოდა, კლდის ბორჯღალზე ბენჩქვი ყანა, გვანცას ლოცვებს ვაზის სული, გორით-გორზე გადეყვანა, ვარჯანისთან, ნაჯვარისთან, დაჯვარული მთები წვანან, მთებში ჩუმად დაქვითინებს, ჩემი დიდი ნენეს ნანა, დერდებს გულში ვიბექსნიდი, აჭარელი ვიყავ განა! ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა, ხარიტყავის გუდა თანა, შიგ ჭიკჭიკით მოჭუჭკული, ამ სირთების სევდა თანა, მიმღერია ღვინიანზე, მიტირია კიდეც განა, როცა ჩემი ზღველთი ზვარე ზვავის ნაძოვს დაემგვანა, როს სხალთაში სხალთიხატებს, უსაპნავდნენ ყელში კანაფს, ჯავარქედზე ჯამეს დგამდნენ, ვარდიქედზე ეკლის კარავს, ეივახ! ამის შემხედვარე, ნამსხვანიდან გაველ განა, მთებს ტყეები ბანალივით აბურძგლოდა უბიდანა, ღელე-ღურდან დავეძებდი, კანკალებდა ხელში დანა, გამჩენელო, სხვა რა მექნა, აჭარელი ვიყავ განა! ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა, თეთრათები ვთიბე გ...